ახალი გარემო, შეხვედრების ახალი ფორმატი და მეტი შესაძლებლობები!

 

წელს, 2013 წლის 6-7 ნოემბერს, TMG – Telecom Meeting in Georgia საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართება. 6 ნოემბერს საქმიანი შეხვედრები შედგება თბილისში, სასტუმრო "რადისონ ივერიაში", 7 ნოემბერს კი, ტრადიციულად, შეხვედრები თბილისის გარეთ გადაინაცვლებს. ამჯერად ჩვენი მასპინძელი ლოპოტა, კომპლექსი "ლოპოტას ტბა" იქნება.

აღსანიშნავია TMG მონაწილეთა მზარდი რაოდენობა და მათი ინტერესი ღონისძიების მიმართ - 2010 წელს სადებიუტო „სატელეკომუნიკაციო შეხვედრებს“ დაახლოებით 15 დელეგატი ეწვია. 2011 და 2012 წლებში მონაწილეთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა, სადაც წარმოდგენილი იყო 30-მდე კომპანია 8 სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს, რიგით მეოთხე ღონისძიებაზე, ველოდებით 50-ზე მეტ დელეგატს სხვადასხვა კომპანიიდან და ქვეყნიდან. 

სიახლის სახით, ტრადიციულ, "ორმხრივ" შეხვედრების ახალი ფორმატი ჩავურთეთ - წლევანდელი შეხვედრების მსვლელობისას, დელეგატებს საშუალება ეძლევათ, 15-20 წუთიანი პრეზენტაციის სახით TMG მონაწილეების წინაშე წარადგინონ საკუთარი კომპანიის საქმიანობები, სიახლეები და შეთავაზებები. ვრცლად ინფორმაცია იხილეთ აქ.

გაზიარება
სიახლეები
სექტემბერი 10, 2012  |  TMG 2012 - ზე რეგისტრაცია დაიწყო
იანვარი 10, 2012  |  მალე - TMG 2012
ქორთიარდ მარიოტი თბილისი, TMG 2014
  • Marriott
 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By